Sunday, May 15, 2016

   დღეს საკმაოდ დატვირთული დღე იყო. ამოვიღეთ მასალები  ფასილიტაციიდან,ასევე ვნახეთ საინტერესო  ნიმუშებიც.  გავეცანით დიფერენციაციას და მენეჯმენტს .  მოვარგეთ ჩვენს პროექტს. გეგმაში შევიტანეთ სსსმ მქონე მოსწავლის საჭიროებები, ასევე ნიჭიერი ბავშვის საჭიროებები.

             დღის ბოლოს გამოვიყურებოდი ასე

Saturday, May 14, 2016

    დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ სამოქმედო გეგმას, აღმოვაჩინეთ დაუსრულებელი დავალებები. შევამოწმეთ მოსწავლის ნამუშევარი. ჩეკლისტები მოვარგეთ დავალებებს, გავეცანით თანატოლების უკუკავშირს. ვიმუშავეთ შეფასებებზე. ცარიელი საქაღალდე ავტვირტეთ დისკზე და შემდეგ ბლოგზე. მადლობა საინტერესო დღისთვის.

Saturday, May 7, 2016

მე-5 დღე

      დღეს იყო ძალიან საინტერესო დღე, ვისწავლეთ პრეზენტაციის აწყობა ,  შევქმენით ბლოგი და ავტვირთეთ მასალა. ასევე ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა და გვერდების შექმნა. გავეცანეთ ინფორმაციას საავტორო უფლებების დაცვის შესახებ. დღეიდან უკვე ვეცდები ყველაფერი რასად დავამზადებ და შევქმნი , შევინახო ჩემ ბლოგზე. 
    

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, April 16, 2016

                                 მე–3 დღე
    დღეს იყო საკმაოდ ნაყოფიერი დღე, დავიწყებ იქიდან, რომ პროექტის თემიდან გამომდინარე შევარჩიე საჭირო სტანდარტი , სტანდარტიდან ამოვიგე კონკრეტული სტრატეგია,  ჩამოვყარე კონკრეტული და ზოგადი მიზნები.  ასევე დავაჯგუფე საკვანძო კითხვები : ზოგადი. თემატური და შინაარსობრივი. ეს შეკითხვები დამეხმარება ძირითადი საკითხების ჩამოყალიბებაში.
                                                                        

Saturday, April 9, 2016

მეორე დღე


    დღეს გავაკეთე მონახაზი ჩემი პროექტის . ფაქტიურად ავაგე გეგმა შემდეგი მოვლენების განვითარებისთვის. ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი რაც ჩანიშნული მქონდა თემის ირგვლივ. შევეცდები ბროშურა იყოს საინტერესო, როგორც მშობლებისთვის ასევე მოსწავლეებისათვის. შემდეგში მე მეცოდინება პროექტის დაწყებამდე , როგორ შევქმნა მოკლე მონახაზი.